Resources
ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ
წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია დაეხმაროს პოლიციას
მშვიდობიანი შეკრების უფლების აღსრულების ხელშეწყობაში.
აღნიშნული სახელმძღვანელო ძირითადად ეუთოს წევრ
სახელმწიფოებში მომუშავე პოლიციის იმ თანამშრომლებისთვის შეიქმნა,
რომლებსაც საჯარო შეკრებების დროს წესრიგის დაცვის კუთხით
ყველა რანგზე სამეთაურო პასუხისმგებლობები აკისრიათ. წინამდებარე
სახელმძღვანელოში მოცემულია წინდახედული და პროპორციული
მიდგომები და ფრთხილი საპოლიციო სამუშაოს ძირითადი ეტაპები და
პრინციპები, რომელთა მთავარი მიზანი მშვიდობიანი შეკრების უფლების
ხელშეწყობა წარმოადგენს. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია
ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს შეკრებების დროს
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის
მოთხოვნებისა და ეუთოს წევრ სახელმწიფოებში არსებული კარგი
პრაქტიკის საფუძველზე წესრიგის წარმატებით დაცვა. მართალია
სახელმძღვანელოში ძირითადი აქცენტი „შეკრებებზეა“ გაკეთებული, ამ
ნაშრომში მოცემული ინფორმაცია და რეკომენდირებული პრაქტიკა
ასევე სხვა ტიპის ღონისძიებებისთვისაც არის შესაბამისი (მაგალითად
სახელმწიფო ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და ა.შ.).
ამ დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები, მოსაზრებები, დასკვნები და სხვა ინფორმაცია შესაძლოა არ ასახავდეს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ოფიციალურ პოზიციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეუთო ცალსახად არის განსაზღვრული, როგორც დოკუმენტის ავტორი.