საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებელო საერთაშორისო ორგანიზაციები კვირას პრესკონფერენციას გამართავენ
თბილისი, 2024 წლის 24 ოქტომბერი - საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრესკონფერენციას გამართავენ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ თავისი მიგნებების წარმოსადგენად
რა:
- საქართველოს საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის პრესკონფერენცია
- პრესკონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია პირადად ან Zoom-ის მეშვეობით (იხ. დეტალები ქვემოთ)
- პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერი ხელმისაწვდომია აქ
ვინ:
- პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი
- იულიან ბულაი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციის ხელმძღვანელი
- პია კაუმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი
- ფაიკ ოზთრაქი, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი
- ანტონიო ლოპეს-ისტურისი, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი
- ოუენ მერფი, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებო მისიის ხელმძღვანელი
როდის:
- 15:00 თბილისის დროით (GMT +4) 2024 წლის 27 ოქტომბერი
სად:
- სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“, პირველი რესპუბლიკის მოედანი 1, თბილისი
რეგისტრაცია:
- მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და რეგისტრაცია გაიაროთ თბილისის დროით არაუგვიანეს 27 ოქტომბრის 11:00 საათისა. ყველა ჟურნალისტმა, რომელიც პირადად დაესწრება პრესკონფერენციას, თან უნდა იქონიოს პრესის ან მედიასაშუალების წარმომადგენლის აკრედიტაციის მოწმობა.
არჩევნებზე სადამკვირვებლო საერთაშორისო მისია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარალამენტის (EP) ერთობლივი მისიაა. სადამკვირვებლო მისიას ჯამში 530 დამკვირვებელი წარმოადგენს; მათგან 380 ODIHR-ის მიერ წარგზავნილი ექსპერტი და ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი დამკვირვებელია, 61 ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარი და თანამშრომელი, 39 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი, 38 ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი და 12 ევროპარლამენტარია.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
კატია ანდრუში, ODIHR: katya.andrusz@odihr.pl ან +48 609 522 266
ანა დი დომენიკო, OSCE PA: anna.didomenico@oscepa.dk ან +45 60 10 83 80
სილვი აფჰოლდერი, PACE: Sylvie.AFFHOLDER@coe.int ან +995 591926635
სვიტლანა სვიეტოვა, NATO PA: ssvetova@nato-pa.int ან +32 478 554 816
კრისტინა კასტანიოლი, , EP: cristina.castagnoli@europarl.europa.eu ან +32 470 880872