ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) ხსნის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას საქართველოში
თბილისი, 30 აგვისტო, 2016 წელი – ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია, დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში.
საარჩევნო მისიის ხელმძღვანელია ელჩი ალექსანდრე კელთჩევსკი. მისია მდებარეობს თბილისში, შედგება 12 საერთაშორისო ექსპერტისაგან და 26 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც გაიყოფიან ჯგუფებად და განახორციელებენ დაკვირვებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე არჩევნებს დააკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი, რომელიც დააკვირდება კონკრეტულად საარჩევნო დღის მიმდინარეობას. ექსპერტები და დამკვირვებლები წარმოდგენილი არიან 18 ქვეყნიდან.
მისია შეაფასებს საპარლამენტო არჩევნებს, ეუთოს ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები თვალყურს მიადევნებენ კანდიდატების რეგისტრაციის პროცესს, წინასაარჩევნო კამპანიას, საარჩევნო ადმინისტრაციისა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მუშაობას, საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას და საარჩევნო დავების გადაწყვეტას. გარდა ამისა, მისია სადამკვირვებლო საქმიანობის ფარგლებში მონიტორინგს გაუწევს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქებას.
მუშაობის პერიოდში, მისია შეხვდება ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების შესაბამის წარმომადგენლებს, ასევე კანდიდატებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
არჩევნების დღეს, დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლას და შედეგების შეჯამებას ყველა დონეზე. საარჩევნო დღეს, საპარლამენტო პარტნიორებთან ერთად, მისია დაკომპლექტდება OSCE საპარლამენტო ასსამბლეის (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასსამბლეის (PACE) და ევროპარლამენტარების მიერ.
განცხადება წინასწარი შედეგებისა და დასკვნების შესახებ გაკეთდება არჩევნების მომდევნო დღეს. მისიის საბოლოო ანგარიში სრული საარჩევნო პროცესის შესახებ, კი გამოქვეყნდება საარჩევნო პროცესის დასრულებიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდით პიეტრო ტესფამარიამს ანალიტიკოსს მედია საკითხებში, ტელ: +995 599 529 822, ელ -ფოსტა pietro.tesfamariam@odihr.ge.