საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული და ჩატარდა ფუნდამენტური უფლებების დაცვით
თბილისი, 28 ოქტომბერი 2013 წელი - 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, იყო ეფექტურად ადმინისტრირებული და გამჭირვალე, ვკითხულობთ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში. ისეთი ფუნდამენტური უფლებები როგორიცაა გამოხატვისა და შეკრების უფლება იყო უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, კანდიდატებს ჰქონდათ საშუალება თავისუფლად ეწარმოებინათ წინასაარჩევნო კამპანია.
„პოზიტიურ და გამჭირვალე არჩევნებით, ქართველმა ხალხმა განამტკიცა 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა“ - განაცხადა ჟოაო სოარესმა, ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, რომელიც უძღვებოდა მოკლევადიან დამკვირვებელთა ჯგუფს. „ეს გამჭვირვალე არჩევნები, რომელიც მოყვა პოლიტიკურ კოჰაბიტაციას, მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატია მწიფდება.“
ცენტრალურმა სააჩევნო კომისიამ დაარეგისტრირა 23 კანდიდატი გამჭვირვალე და ინკლუზიურ გარემოში. „პერსონიფიცირებული პოლიტიკა დომინირებდა საჯარო დებატებში მთელი კამპანიის მანძილზე, თუმცა შედარებით ნაკლებ პოლარიზებულად“, ნათქვამია განცხადებაში.
ცესკომ შეასრულა მოვალეობა პროფესიონალურ დონეზე, გამჭირვალედ და ვადების დაცვით. ასევე დამკვირვებლები შენიშნავენ, რომ აღინიშნებოდა ნდობის მაღალი მაჩვენებელი ცესკოს საქმიანობის მიმართ. ცესკოს შეხვედრები იყო ღია, როგორც დამკვირვებლებისთვის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის.
საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი წლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა კვლავ გამოავლინეს პოლიტიკური სიმწიფე საპრეზიდენტო არჩევნებში მშვიდ და ინკლუზიურ გარემოში, რაც გარკვეულწილად საარჩევნო ადმინისტრაციის დამსახურებაა. ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი მიღწევა ქვეყნისთვის და მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის. გარდა ამისა, ვფიქრობთ, სამწუხაროა, რომ ორ რუს დელეგატს არ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო მისიაში - განაცხადა მერიტელ მატეიმ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „საპარლამენტო ასამბლეა მზადყოფნას აცხადებს დახმარება გაუწიოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციაში,“ განაცხადა მერიტელ მატეიმ.
მოქალაქეებს მიეწოდებოდათ დიდი რაოდენობით ინფორმაცია მედიის საშუალებით, გარდა ამისა კანდიდატებს ჰქონდათ უფლება გაეცნოთ მოსახლეობისთვის თავიანთი პროგრამა შეზღუდვების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფალი საეთერო დრო ეძლეოდა მხოლოდ კვალიფიციურ კანდიდატებს კანონის მიხედვით, ყველა კანდიდატზე გათვალისწინებული იყო დაბალანსებული სარეკლამო დრო.
„გუშინდელი არჩევნებით საქართველო ამთავრებს საარჩევნო ციკლის ჩატარებას. ქართველ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ დემოკრატიული ნაბიჯით რომელიც უკვე გადაიდგა,“ - განაცხადა ილკა კანერვამ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „მე მოვუწოდებ ქვეყანას და ყველა პოლიტიკურ თუ სამოქალაქო გაერთიანებას, რომ გამოიყენონ ეს მნიშვნელოვანი პროგრესი და განაგრძნონ წინსვლა, წარსულში ძიების გარეშე“.
სამართლებრივი ჩარჩო არის ყოვლისმომცველი და უზრუნველყოფს დემოკრატიული არჩევნების ჩატარების სამართლებრივ საფუძველს. უნდა აღინიშნოს რომ ეუთოს რეკომენდაციების უმეტესობა გათვალისწინებულია საქართველოს მიერ. თუმცა საარჩევნო კოდექსის რამდენიმე მოთხოვნა მაინც ბუნდოვანი რჩება და არ არის გამოყენებული თანმიმდევრულად.
„გუშინდელმა არჩევნებმა აჩვენა ქართველი ხალხის ერთგულება დემოკრატიული პროცესების მიმართ. ეს პროცესი ჩატარდა პროფესიონალურ დონეზე, გამჭირვალე და მშვიდ, კონსტრუქციულ გარემოში“ - განაცხადა მატი რაიდმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „უნდა აღინიშნოს რომ, ის რასაც ჩვენ დავაკვირდით გუშინ, იყო ევროპული არჩევნები.“
სამოქალაქო საზოგადოებამ და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა განახორციელეს არაერთი ღონისძიება რათა ხელი შეეწყოთ არჩევნების სამართლიანად ჩატარებისათვის. ადგილობრივ დამკვირვებელთა დიდი რაოდენობის ჩართულობამ განაპირობა არჩევნების გამჭვირვალობა, აცხადებენ დამკვირვებლები.
„ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქვეყნისთვის - ვილნიუსის სამიტი ჩატარდება ერთ თვეში, სადაც საქართველოს ექნება შესაძლებლობა რომ გააფორმოს შეთანხმება ევროკავშირთან, რაც იქნება მნიშნელოვანი ნაბიჯი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ“ - განაცხადა კშიშტოფ ლისეკმა, ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა. „კონკრეტულად ხელშეკრულების ხელმოწერას განაპირობებს უშუალო პროგრესი კანონის უზენაესობის და დემოკრატიის კუთხით.“
„უკანასკნელი ექვსი კვირის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდით კონკურენტულ, გამჭვირვალე და კარგად ადმინისტრირებულ არჩევნებს, სადაც ხელისუფლებამ, ისევე როგორც ოპოზიციამ შეასრულა პოზოტიური როლი“ - განაცხადა მატეო მეკაჩიმ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა. „ეს პროცესი, სადაც ყველა მონაწილე, ოპოზიციური ძალების ჩათვლით, თამაშობს საკუთარ როლს, არის არსებითი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებაში.“
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ:
- ტომას რაიმერი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი +995 577 664 494 ან +48 609 522 266, thomas.rymer@odihr.pl
- რობერტო მონტელა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, +995 577 664 601 ან +43 699 104 286 81; roberto@oscepa.dk
- ნატალი ბარგელინი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა,
- +33388412282, nathalie.bargelini@coe.int
- მარტა უდინა, ევროპარლამენტი, +995 577 392 350, ან +32 498 983 339, marta.udina@europarl.europa.eu;
- სვიტლანა სვიეტოვა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, +995 577 664 605 ან +32 477 639 477, ssvyetova@nato-pa.int