განაცხადების მიღება: ახალგაზრდა ქალების პოლიტიკური აკადემია განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ახალგაზრდა ქალ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მსურველ ქალებს საქართველოდან
როდის
სად
ორგანიზატორი
![](https://www.osce.org/files/imagecache/10_large_gallery/f/images/hires/1/5/558036.png?1700140547)
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) მართავს ახალგაზრდა ქალების პოლიტიკური აკადემიის მესამე ღონისძიებას, პროექტის - „ადამიანური განზომილების მიმართულებით არსებული მანდატის გამოყენება გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად“ (“Capitalizing on the Human Dimension Mandate to Advance Gender Equality” (CHANGE) - ფარგლებში. აკადემიის ღონისძიება პირველად გაიმართება ეროვნულ დონეზე. აკადემიის კურსის მიზანია ახალგაზრდა ქალი პოლიტიკოსების ან პოლიტიკაში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრდა ქალების უნარების, ცოდნისა და შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა, მათი არჩევის შემთხვევაში, გაძლიერდეს პოლიტიკოს ქალთა ჯეროვანი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, OSCE/ODIHR-ის ვალდებულებების შესაბამისად.
აკადემიის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 25-მდე ახალგაზრდა ქალი, რომელთაც აქვთ სურვილი ან აპირებენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას. აკადემია მათ შესთავაზებს შემოქმედებით სივრცეს მოსაზრებების და გამოცდილების გაზიარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა დემოკრატიული პროცესები, ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა, აგრეთვე პოლიტიკაში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. კოლეგებთან ერთად, მონაწილეები ჩაერთვებიან უნარების გაძლიერებისკენ მიმართულ ინტერაქციულ სესიებში, რომელთა თემები, მათ შორის, მოიცავს შემდეგ საკითხებს: ხელმძღვანელობა/ლიდერობა; კომუნიკაცია, ადვოკატირება და კამპანიის წარმოება; ალიანსების და ქსელების ჩამოყალიბება; უსაფრთხოება და მედეგობა. ახალგაზრდა ქალებს მიეცემათ იმიტირებულ სავარჯიშოში ჩართვის და ამ უნარების პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობა. მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა ქალთა პოლიტიკური აკადემიის კურსდამთავრებული და სხვა ცნობილი ქალი პოლიტიკოსები.
ზოგადი ინფორმაცია:
ეუთოს 2004 წლის სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად განსაზღვრავს ეუთოს პრიორიტეტებს ორგანიზაციაში და 57-ივე მონაწილე სახელმწიფოში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. სამოქმედო გეგმის თანახმად, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) აღებული აქვს ვალდებულება, „ხელი შეუწყოს მონაწილე სახელმწიფოებს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაძლიერებაში“ და „დაეხმაროს კონკრეტული პროგრამებისა და ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, ქალთა უფლებების ხელშესაწყობად, გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე ქალთა როლის გაზრდისათვის, და ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის გასაძლიერებლად, ეუთოს სივრცეში, განსაკუთრებით გენდერის საკითხებზე განათლებისა და ინფორმირებულობის მეშვეობით[1]“.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მცხოვრებ 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა პოლიტიკოსებსა და პოლიტიკაში ჩართვის მსურველ ახალგაზრდა ქალებს. წახალისებულია განაცხადის შემოტანა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, სასოფლო დასახლებებში, მცხოვრები პირების; აგრეთვე, და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე; ეთნიკური, ენობრივი და სხვა უმცირესობების, - მათ შორის, ბოშა და სინტი კანდიდატების, ან სხვა ისტორიულად გარიყული ჯგუფების წარმომადგენლების მიერ. გთხოვთ, გვაცნობოთ, თუ გესაჭიროებათ თარგმნა ან სხვა განსაკუთრებული პირობების შექმნა განაცხადის შემოტანისა და ტრენინგში მონაწილეობისათვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1983 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული ქალები;
- საქართველოს მოქალაქეობა;
- დაინტერესებულია პოლიტიკაში ჩართულობით, ლიდერობითა და პოტენციურად 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობით;
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა ან/და ინგლისური ენის პროფესიულ დონეზე ფლობა.
აკადემიის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პოტენციური მონაწილეები ფიზიკურად დაესწრონ ტრენინგს მისი მიმდინარეობის მთლიანი პერიოდის განმავლობაში.
ხარჯები: კურსის ყველა მონაწილისათვის, კურსის მასალების, სადილის, ყავის შესვენებების და ერთი ერთობლივი ვახშმის ხარჯებს დაფარავს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR). ამას გარდა, თბილისში რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის უზრუნველყოფილი იქნება განთავსებისა და ყოველდღიური ხარჯების დაფინანსება.
განაცხადების წარდგენის პროცესი:
განაცხადის ფორმების შესავსებად გამოიყენეთ შემდეგი ბმული:
- ინგლისურ ენაზე: https://docs.google.com/forms/d/1zZWEkWVexXXW-VkbYcqZeMBWyvoFfr1H1YO6C8uUKK4/edit
- ქართულ ენაზე: https://docs.google.com/forms/d/1qaM96ASlzRM52Bi3Fa1IFYKoMPt2JZ7A_WlN9yJ9tLI/edit
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი 2023, 23:59 CET.
თითოეული განმცხადებელი საკუთარ განაცხადთან დაკავშირებული შედეგის შესახებ შეტყობინებას მიიღებს 2023 წლის 20 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და შეკითხვებით, შეგიძლიათ მიმართოთ: sanja.nikolin@odihr.pl
[1] ეუთოს 2004 წლის სამოქმედო გეგმა გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად. ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/7/d/23295.pdf